გუნდი

აკაკი ჩარგეიშვილი

მმართველი პარტნიორი - akaki@chargeishvili.ge

აკაკი ჩარგეიშვილი 2001-წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. გარდა საადვოკატო პრაქტიკისა მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს მუშაობას შემდეგ თანამდებობებზე: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, ,,ეი-ი-ეს თელასის” იურიდიული სამსახურის უფროსი, შპს ,,საქართველოს რკინიგზის’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სს ,,მადნეულის’’ დირექტორი კორპორაციული მართვის საკითხებში და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სს ,,ქართული ფილმი’’-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სს ,,ნოვა ტექნოლოჯი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. აკაკი ჩარგეიშვილი არის საქართველოს ინსტიტუციური რეფორმების ცენტრის დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკური მრჩეველთა ჯგუფის წევრი. იგი არის საგადასახადო ორგანოების რეფორმისათვის გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელოს და საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის თანაავტორი. აკაკი ჩარგეიშვილი აქტიურად მოღვაწეობს სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობაში, კითხულობდა ლექციებს ESM-თბილისში ბიზნეს სამართალში, არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

უჩა ქირია

პარტნიორი - u.kiria@cli.ge

სანამ გახდებოდა ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის პარტნიორი, უჩა ქირია იყო ამავე ფირმის იურისტი. ამასთან, სს ნოვა ტექნოლოჯის იურისტი. ის უწევდა კომპანიას სხვადასხვა სამართლებრივ, საგადასახადო და მარეგულირებელ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებს, წარმოადგენდა სასამართლო პროცესებში. უჩა ასევე იყო შპს ინტერნეიშენელ ტრანს ენერჯი კომპანის, შპს ჰიდრო თერმის, ააიპ ასოციაცია საზოგადოება- განვითარებისათვის იურისტი. მას აქვს გამოცდილება სამართლის ისეთ დარგებში, როგორიცაა სახელშეკრულებო სამართალი, ანტიმონოპოლიური სამართალი, შრომის სამართალი, კორპორაციული სამართალი და კორპორაციული მართვა, ინვესტიციების მართვა, უძრავი ქონება და პრივატიზაცია, სასამართლო პროცესი და არბიტრაჟი, კომერციული დავების განხილვა. უჩა არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

თამთა ჯღარკავა

იურისტი - tamta.jgarkava@cli.ge

თამთა ,,ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზში" მუშაობის დაწყებამდე იყო ამავე ფირმის სტაჟიორი, მისმა ძალისხმევამ და კრიტიკული სიტუაციების მართვის შესანიშნავმა უნარმა განაპირობა ის, რომ იგი დღეს საადვოკატო დარბაზის წევრია. თამთას გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის პრაქტიკას, მათ შორისაა იურიდიული ფირმები: ,,მიგრიაული და პარტნიორები“, “ახვლედიანის საკონსულტაციო ბიურო“, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „მართლმსაჯულების განვითარების ცენტრი“. თამთას აქვს უცხოელებთან და ინგლისურ და რუსულენოვან დოკუმენტაციაზე მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.   მის მიერ გავლილი მრავალრიცხოვანი ტრენინგები და მოპოვებული სერტიფიკატები მოიცავს: მედიაციას, ბიზნეს სამართალს, საარჩევნო სამართალს, სახელშეკრულებო სამართალს, ადვოკატირებასა და სხვა საკითხებს, მას აქვს რამდენიმე საერთაშორისო სერტიფიკატი ინგლისურ ენაში, მათ შორის კემბრიჯის უნივერსისტეტის საერთაშორისო სამართლებრივი ინგლისურის სერტიფიკატი. თამთას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

ნინო დარახველიძე

იურისტი - n.darakhvelidze@novatech.ge

„ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზში“ საქმიანობის დაწყებამდე ნინო დარახველიძემ გაირა სხვადასხვა სტაჟირების პროგრამა და არაერთი ტრენინგ კურსი, მათ შორის მუშაობდა იურიდიულ ფირმა „პატრონუს ლეგალში“ სტაჟიორ-იურისტად. ხოლო როგორც ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის იურისტი, იგი იურიდიულ მომსახურებას უწევს სს „ნოვა ტექნოლოჯის“. მას აქვს გამოცდილება სამართლის შემდეგ დარგებში: სახელშეკრულებო სამართალი, დელიქტურ სამართალი, საგადასახადო სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი, ადმინისტრაციულ სამართალი და სხვა. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების, სამართლებრივი დასკვნების მომზადება, იურიდიული მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხების კვლევა, იურიდიული კონსულტაციებისა და რჩევების მიცემა მესამე პირებისთვის. ნინო დარახველიძე ფლობს ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

მარიამ ტყეშელაშვილი

იურისტი - m.tkeshelashvili@novatech.ge

სანამ ,,ჩარგეშვილის საადვოკატო დარბაზის" წევრი გახდებოდა, მარიამმა გაიარა სხვადასხვა სტაჟირების პროგრამა, მათ შორის: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სამართლაწარმოების საქმის განყოფილებაში, აგრეთვე მუშაოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურისტის თანაშემწის პოზიციაზე. 2017 წლიდან კი როგორ ჩვენი გუნდის წევრი არის სს „ნოვა ტექნოლოჯის“ იურისტი. მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ხელშეკრულებების და სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება/კორექტირება; სამართლებრივი დასკვნების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე  და იურიდიული კონსულტაციის გაცემა მესამე პირებისთვის. მარიამი თავისუფლად ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს. მარიამის ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო სამართალი და სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს მუშაობის გაგრძელებას, ვინაიდან ამჟამად სწავლობს ჩიკაგო კენტის სამართლის სკოლაში საერთაშორისო და ტრანსნაციონალური სამართლის მიმართულებით სამართლის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.

დავით ონოფრიშვილი

ფინანსური მრჩეველი -

დავით ონოფრიშვილი გახლავთ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელსაც ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზთან უკვე რამდენიმე წელია აქვს განგრძობადი პარტნიორული ურთიერთოებები, რომელთა საფუძველზეც ბატონი დავითი ჩვენს ფირმას უწევს კონსულტაციებს სხვადასხვა მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით. მას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოცდილება მის სფეროში, ვინაიდან უმუშავია როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის მაღალ თანამდებობებზე, მათ შორის იყო: მსოფლიო ბანკის კონსულტანტი (ვაშინგტონი, აშშ.), 1995-1998 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკონიმიკური პოლიტიკის და რეფორმების კომიტეტის თავჯდომარე, ხოლო 1998 -2000 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი, შპს “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი, 2012-2016  წლებში VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე და სხვა. იგი არის ასზე მეტი კანონის ავტორი და თანაავტორი; მისი ღირშესანიშნავი კარიერის პარალელურად, ბატონი დავითი პერიოდულად ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას, მათ შორის იყო ვანდერბილთის უნივერსიტეტის (ნეშვილი, ტენესი, აშშ) ასოცირებული პროფესორი 2002-2004 და 2012 წლებში