მოხარული ვართ რომ ეწვიეთ ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის ვებ-გვერდს.
თუ საჭიროებთ სამართლებრივ მხარდაჭერას, თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ. ჩვენ ვიცით, რომ ეძებთ ისეთ იურიდიულ კომპანიას, რომლის იურისტებიც მოგისმენენ, გაანალიზებენ საკითხის არსს, გაიგებენ თქვენს საჭიროებებს და დაგეხმარებიან ნებისმიერ სამართლებრივ პრობლემას მოუძებნონ თქვენთვის სასურველი, კანონიერი და პრაქტიკული გადაწყვეტა. ჩვენ გვესმის, რომ გსურთ ჩვენთან დაბანდებული ინვესტიციის თანაზომიერი შედეგის მიღება და ამიტომაც იურიდიული მომსახურების ეფექტურად, კომფორტულად და დროულად განხორციელება იმპერატიულია ყველა ჩვენი იურისტისათვის.
ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი არის საქართველოში დაფუძნებული იურიდიული კომპანია, რომელიც მომსახურეობას უწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ფინანსურ ინსტიტუტებს.
დარბაზის მომსახურეობა ერთნაირად ხელმისაწვდომი და კომფორტულია როგორც დიდი, ისე საშუალო და მცირე ბიზნესისათვის.
დარბაზი ეს არის საშუალება ჩვენი პარტიორებისა და კლიენტებისათვის მოეწყოს მათი ბიზნეს საქმიანობისათვის შესაფერისი განხილვები, კონსულტაციები და მივიღოთ სასარგებლო გადაწყვეტილებები.