ჩვენ შესახებ


ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი არის საქართველოში დაფუძნებული იურიდიული კომპანია, რომელიც მომსახურეობას უწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ფინანსურ ინსტიტუტებს.
დარბაზის მომსახურეობა ერთნაირად ხელმისაწვდომი და კომფორტულია როგორც დიდი, ისე საშუალო და მცირე ბიზნესისათვის.
დარბაზი ეს არის საშუალება ჩვენი პარტიორებისა და კლიენტებისათვის მოეწყოს მათი ბიზნეს საქმიანობისათვის შესაფერისი განხილვები, კონსულტაციები და მივიღოთ სასარგებლო გადაწყვეტილებები. 
დარბაზი გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას მათ შორის: აქტიური მონაწილეობის მიღებას თქვენი ბიზნესის სტრატეგიების და მიზნების დასახვისას, ბიზნესთან დაკავშირებული ყველა საკითხის დეტალურ განხილვას გაანალიზებული გეგმის საფუძველზე სასურველი შედეგის მისაღწევად. 
ჩვენ გვესმის, რომ სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს დროს და რესურსს რომელიც თამამად შეიძლება გვანდოთ ჩვენ, თქვენი დრო და რესურსი კი მოხმარდეს თქვენი ბიზნესის განვითარებას და წარმატებას. დარბაზი იღებს თქვენი ბიზნესის სამართლებრივი კონფლიქტის ტვირთს, ჩვენი მხარდაჭერა კი უზრუნვეყოფს თქვენი ბიზნეს გადაწყვეტილებების კანონიერებას, მიზანშეწონილობას და თანმდევი რისკების მაქსიმალურად დაზღვევას. 
ჩვენთვის გამარჯვება ნიშნავს არამარტო დავის პირდაპირ სასამართლო გზით მოწერიგებას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თქვენი სამართლებრივი პრობლემების პრევენციას. სამართლებრივი დავის არსებობის შემთხვევში ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ შევისწავლოთ პრობლემა, ჩავერთოთ მოლაპარაკებებში, გავაცნობიეროთ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციები და კლიენტს შევთავაზოთ მედიატორობა და დავების მშვიდობიანი მოგვარება.